ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელშიც მან საპროტესტო აქციას "ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა" უწოდა.
"პასუხად შალვა პაპუაშვილს, რომელმაც საპროტესტო მოძრაობა "სექტად" მონათლა!
მოდით, დავსვათ შეკითხვები და იქვე მოკლედ ვუპასუხოთ:
1. ქ/ოცნებაში შეიძლება ლიდერის (ბიძინა ივანიშვილის) კრიტიკა ისე, რომ ჯგუფის სრულფასოვან წევრად დარჩე?
- არა, ცხადია!
2. ქ/ოცნებაში შეიძლება ოფიციალური ნარატივების ეჭვქვეშ დაყენება ჯგუფიდან გაუსვლელად?
- არა, ცხადია!
3. განსხვავებული აზრი ქ/ოცნებაში აღიქმება ღალატად თუ ლეგიტიმურ უთანხმოებად?
- ცხადია, ღალატად!
4. დამოკიდებულია თუ არა ჯგუფის იდენტობა სრულად ერთ ლიდერზე (ბიძინა ივანიშვილზე)?
- რასაკვირველია, ასეა!
5. არსებობს თუ არა ქ/ოცნებაში მკვეთრი მორალური დაყოფა „ჩვენიანებსა“ და „მტრებს“ შორის?
- ერთმნიშვნელოვნად არსებობს!
6. იცვლება თუ არა ქ/ოცნების ჯგუფის რწმენები საწინააღმდეგო ფაქტების ან გარემოებების გაჩენისას?
- არ იცვლება!
7. ქ/ოცნების იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საჯაროდ ან თუნდაც კულუარულად გადაუხვევენ ძირითად ხაზს, ემუქრებათ თუ არა სასჯელი (მაგ., პატიმრობა)?
- დიახ, რამდენიმე აშკარა მაგალითი გვაქვს უკვე (ყველაზე თვალსაჩინო - გახარია)!
ჰოდა, ახლა თავად შეაფასეთ, ვინ არის სექტა - საპროტესტო მოძრაობა თუ ქ/ოცნება?" - წერს კაჭკაჭიშვილი.
შალვა პაპუშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პსოტში დაწერა: „ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა. ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, რომ საფუძვლიანად აღვწეროთ, თუ როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად და როგორ მივიღეთ თითქოს ტრადიციული კამპანიიდან საკუთარი რიტუალების, სიმბოლოების, კალენდრისა და შიდა მორალური წესრიგის მქონე აგრესიული თემი – ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა".