უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ქალაქ როსტოვში მდებარე აეროდრომზე სამი თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი დააზიანეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ძალებმა, უპილოტო სისტემების ძალებმა, თავდაცვისა და საგარეო დაზვერვის სამსახურებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად იერიში იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანეს.
ასევე, ზელენსკის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ზუსტი დარტყმა განახორციელა როსტოვის სამხედრო აეროდრომზე.
„ამ ღამით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს და საგარეო დაზვერვის სამსახურის ერთობლივი ოპერაციის შედეგად იარიში მიიტანეს იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
უსაფრთხოების სამსახურმა ასევე ზუსტად დაარტყა სამხედრო აეროდრომს როსტოვში - დადასტურებულია ერთი Ан-12-ის, ორი Ан-26-ის და კიდევ სამი ვერტმფრენის დაზიანება“, - განაცხადა ზელენსკიმ.