კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, 11 სექტემბერს ქალაქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.
„დედაქალაქში დილით ავტოგასამართ სადგურზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. მათგან 6 დაჭრილი საავადმყოფოებში იმყოფება.
ქალაქის ორი მცხოვრები დაიღუპა“, - წერს კლიჩკო სოციალურ ქსელში.
ამასთან, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციისა და უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემები მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობასთან დაკავშირებით განსხვავებულია.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მტრის თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობების გამო საავადმყოფოში 36 წლის კაცი გარდაიცვალა, ხოლო 6 ადამიანი დაშავდა.