რუსმა ოკუპანტებმა 11 სექტემბრის ღამეს კიევზე მორიგი იერიში მიიტანეს. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დნიპროს რაიონში მდებარე 9-სართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა შენობის პირველიდან მეხუთე სართულამდე ფასადზე, ასევე მეორე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში.
ასევე ობოლონის რაიონში, მტრის თავდასხმის შედეგად, ერთსართულიან საწყობში ხანძარი გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ.
უკრაინული მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, რომ, დაშავებულია 8 ადამიანი.