გულდასაწყვეტია, როდესაც გუნდის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ამ შინაარსის განცხადებებს აკეთებს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე - გულდასაწყვეტია იმ მდგომარეობაში უყურებდე მას, რა მდგომარეობაშიც ჩაიგდო თავი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებთან დაკავშრებით განაცხადა
მისივე თქმით, ბევრი სირთულე გამოიარეს ერთად და ბევრ გამოწვევას უპასუხეს.
„გულდასაწყვეტია, როდესაც გუნდის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ამ შინაარსის განცხადებებს აკეთებს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. ადამიანურად ნამდვილად გული მწყდება. 2012 წლიდან ერთად მოვდიოდით, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია იმ მდგომარეობაში უყურებდე მას, რა მდგომარეობაშიც ჩაიგდო თავი. 2012 წლიდან მოყოლებული ბევრი სირთულე გამოვიარეთ, გამოწვევას ვუპასუხეთ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო“,- აღნიშნა კალაძემ.