საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე მატჩი პორტუგალიაში გამართა. დაძაბულ შეხვედრაში გაიმარჯვა საქართველომ – 98:90.
ჩვენი გუნდიდად ყველაზე შედეგიანი საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იყო 26 ქულით, სანდრო მამუკელაშვილმა 22, რატი ანდონიკაშვილმა კი 20 ქულა დააგროვა.
შეგახსენებთ, საქართველომ 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროს 101:74 მოუგო, პორტუგალიამ კი ჯგუფის ლიდერი ესპანეთი დაამარცხა(89:95).
ამ დოისთვის, საქართველო სატურნირო ცხრილში 13 ქულით მე-2 ადგილზეა.