მილიარდერი ილონ მასკი მზად არის, უკრაინას მისცეს შესაძლებლობა, რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დარტყმებისთვის Starlink-ის მხარდაჭერით აღჭურვილი დრონები გამოიყენოს. ამის შესახებ Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს
წყაროების ცნობით, მასკმა ამის შესახებ უკრაინის ყოფილ თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვთან საუბრისას განაცხადა.
თუმცა, მასკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის „პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც თეთრმა სახლმა უნდა მიიღოს“.
ფედოროვმა გამოცემასთან საუბრისას მასკთან თავისი მოლაპარაკებების შინაარსის გამჟღავნებაზე უარი თქვა. უცნობია, ზუსტად როდის და რა ვითარებაში გაიმართა მათი საუბარი. Financial Times-ის კითხვებს არც მასკმა და არც მისმა კომპანია SpaceX-მა უპასუხეს.
ფედოროვის შეფასებით, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების გაძლიერება ვლადიმირ პუტინის ომის შეწყვეტის იძულების ყველაზე რეალისტური გზაა.
„ჩვენ გვჭირდება მეტი რეაქტიული დრონი, გვჭირდება იაფი რაკეტები, გვჭირდება ხელოვნური ინტელექტით მართვადი რაკეტები. პუტინთან სხვა დიალოგის წარმართვა შეუძლებელია. მას მხოლოდ ძალis ესმის“, - განაცხადა ფედოროვმა Financial Times-თან.
როგორც Financial Times წერ, მიხაილო ფედოროვი აშშ-ში ვიზიტით იმყოფება, სადაც უკრაინის თავდაცვის ტექნოლოგიების ფონდისთვის ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს.