ამერიკული ქანთრი მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მომღერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ძმიშვილმა, პარტონის ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოთი გაავრცელა.
დოლი პარტონმა თითქმის მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა, იგი მთელ მსოფლიოში ცნობილია ისეთი ლეგენდარული ჰიტებით, როგორიცაა Jolene, 9 to 5, და I Will Always Love You. ეს უკანასკნელი სიმღერა მოგვიანებით უიტნი ჰიუსტონმაც შეასრულა და მისი სავიზიტო ბარათი გახდა.
წლის დასაწყისში პარტონმა ლას-ვეგასში რამდენიმე კონცერტი გააუქმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო. გასული წლის ბოლოს მან თავისი ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო და მოკლე ვიდეოში განაცხადა: „მე ჯერ არ მოვმკვდარვარ!“
ლეგენდარული მუსიკოსის გარდაცვალებას გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი განცხადებით, პარტონის ხსოვნის პატივსაცემად მომავალი ერთი კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იქნება აშშ-ის დროშები.
"მისნაირი არავინ ყოფილა და არც არასდროს იქნება. მის პატივსაცემად, დღეს საღამოს 6:00 საათიდან, შეერთებული შტატების მასშტაბით, ამერიკის დროშას ერთი კვირით დავუშვებ. მშვიდად განისვენე, დოლი! სამყაროს უყვარხარ", - დაწერა ტრამპმა.