ტრამპის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ბლოკადა, ჩვენთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოვიალურ ქსელში წერს.
"ტრამპის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ბლოკადა, ჩვენთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, რადგან შესაძლოა ირანის მიერ აშენებული ქსელი იმდენად ინტეგრირებული აღმოჩნდეს ჩვენს თეთრ, თუ რუხ ეკონომიკურ სისტემებში, რომ ქირურგიული ჩარევაც კი არ აღმოჩნდეს ეფექტური მისი მეტასტაზების მოსაშორებლად.
რა შედეგები შეიძლება ამას მოყვეს, არა მგონია ამის ახსნა საჭირო იყოს…" - წერს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის იზოლირების მიზნით მასშტაბური ეკონომიკური ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.
„არავის მიუცია ირანის ისლამურ რესპუბლიკისთვის შეთანხმების მიღწევის იმაზე მეტი შესაძლებლობა, ვიდრე მე. სამწუხაროდ, მათ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს. ამიტომ, დღეს ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაციის დაწყებას, რომელიც ოდესმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულა! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც საკუთარ ფინანსურ ინსტიტუტებს, კომპანიებს, აეროპორტებს ან სახელმწიფო უწყებებს ირანისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის საშუალებას მისცემს, თავადაც „კოლოსალური ეკონომიკური შედეგების“ წინაშე აღმოჩნდება.