პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე როცა ფული შეწყდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"უკაცრავად, მაგრამ მინდა მივმართო ყველას ვინც აღეგზნო და მლანძღავს ჩემს მიერ მოყვანილ ფაქტების გამო. მოდი მივყვეთ ფაქტებს და საღ აზრს და მინდა ყველას ვთხოვო ჩაერთოს დისკუსიაში.
- ნიკა გილაური არის GeoCapital-ის სტამბოლის ოფისის ხელმძღვანელი (თუმცა ვინმესთვის მისაცემი საკუთარი ათეულობით მილიონი ნამდვილად არ აქვს). ამ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი არის ირაკლი გილაური და GeoCapital არის "საქართველოს ბანკის" მფლობელი.
შემჩნეულია, მათ შორის ამერიკელების მიერ, , რუსეთთან ინტენსიურ ურთიერთობებში, აშშ-ს კონგრესი საუბრობს ამ კომპანიის ივანიშვილთან მჭიდრო კავშირებზე, ეს არის ჩვეულებრივი ფაქტი.
- მეორე ფაქტი არის ის რაც საჯაროდ თქვეს ნიკა გვარამიამ და ელენე ხოშტარიამ, რომ მათ გილაურისგან აიღეს ათობით მილიონი. თუ ესეც მე მოვიგონე?
- ახლა ვკითხოთ ჩვენს თავს, გილაურები, რომელთა კეთილდღეობა მთლიანად ივანიშვილზეა დამოკიდებული. ფულს რომ ივანიშვილის ნებართვის გარეშე ვერ მოგცემდათ, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება, კარგი ვთქვათ დავუშვათ ერთი წუთით რომ ივანიშვილს არ ჰკითხეს. რა მოუვიდოდა ამ შემთხვევაში გილაურებს. შეინარჩუნებდნენ თუ არა ბიზნესს თუ ახლა სრულიად უფულოდ დარჩენილი ღარიბაშვილის გვერდით აღმოჩნდებოდნენ?
პარლამენტში რომ არ შეხვედით ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ყოჩაღ, მაგრამ ისიც ფაქტია რომ გილაური ითხოვდა შედეგების აღიარებას თუ ამასაც უარყოფთ?
პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე როცა ფული შეწყდა.
თუ იმასაც უარყოფთ ახლა რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და "პარტია ახალი N4" აღარ არსებობს?
რაზეც ყველა მოკრძალებულად დუმხართ და ამჯობინებთ ჩემზე გადაიტანოთ ყურადღება. ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და გამოვა სიმართლის აღიარების პირობებში", - წერს სააკაშვილი.