წერილები ეტაპობრივად გავრცელდება. როგორც მან მითხრა, მალე კიდევ გააკეთებს განცხადებას, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც მან თავის დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოინახულა.
ადვოკატის თქმით, ღარიბაშვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო მორალური თვალსაზრისით.
"ამ ეტაპზე არანაირი ზეწოლის ფაქტები არ ყოფილა. თქვენ განადგურებაც ახსენეთ... განადგურება არის როგორც ფიზიკური, ასევე მორალური. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით ამ ეტაპზე მორალურ მხარეს გაუსვა ხაზი. რაც შეეხება წერილებს, ეს ალბათ ეტაპობრივად მოხდება, გაგრძელდება.
როდის იქნება ეს თქვენთვის გახდება ცნობილი - დაველოდოთ, ეს გაცხადდება. მეორე განცხადებაში მან ისაუბრა ამ წერილის ფაქტზე, საიდან და როგორ იყო. (კითხვა - რატომ გააქრო მისი განცხადებიდან ივანიშვილი?) ვინმე კი არ გააქრო ან მოიგონა. დაასახელა, რომ ეს წერილი მოდიოდა მამუკა მდინარაძისგან. ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს წერილი რეალურად მიიღო და რომ ეს გამოუგზავნა მამუკა მდინარაძემ. როგორც წერია, მამუკა მდინარაძე იყო შემსრულებელი. მე არ ვიცი ვინ, ვის რა შეუტანა, მაგრამ მან ეს წერილი მიიღო. მან მითხრა, რომ ის მალე გააკეთებს განცხადებას კიდევ. როდის იგულისხმა მალეში, ეს არ ვიცი ეს განცხადება მოლოდინებისთვის არ გაუკეთებია, როგორც მან ახსნა, ეს იყო მისი უკიდურესი ნაბიჯი. ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო მორალური თვალსაზრისით". - განაცხადა ლილი გელაშვილმა.