არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ მოღალატეთა რუსულმა რეჟიმმა აიღოს და პირდაპირ გადამცეს რუსეთს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
"რაც შეეხება აფხაზეთის ომის დროს "ტყვეების დახვრეტაზე" გაკეთებულ კომენტარს, ენმ-ის ლიდერი ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, სხვა ტერმინი გამოეყენებინა, თუმცა იქვე განმარტავს, რომ საქართველოს პირველ ეტაპზე ტყვეები არ ჰყავდა, შესაბამისად მათ ვერავიდ დახვრეტდა.
ჩემი ბიოგრაფია ყველამ იცის - სად ვიყავი, სად ვიბრძოდი, რამდენი ტყვე გავათავისუფლე. საერთოდ ვაკეთებდი თუ არა ამას, ეს ჯამპანიაც წამოიწყეს, მაგრამ ამ უნამუსოების ენას ძვალი არ აქვს და უნამუსოების ნაძირლობას ფსკერი არ აქვს. მე სწორედ ის ვთქვი, რომ ომი არა აფხაზებსა და ქართველებს შორის მიმდინარეობდა, არამედ რუსეთი იყო ოკუპანტი და რუსეთმა წამოიწყო, აწარმოა ეს ომი. რუსეთი არის ჩვენი მტერი. არც ის არის სწორი, რასაც ესენი მათი პატრომნების, კრემლის მესიჯებით ლაპარაკობენ, რომ თითქოს ეს ეთნიკური კონფლიქტი იყო. ახლა ესენი სწორედ ამაზე აკეებენ აქცენტს მოღალატურად. ეს ის ხალხია, რომელიც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
რუსეთმა მომისაჯა, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ბრძოლის გამო 6 წელი და 6 თვე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ მოღალატეთა რუსულმა რეჟიმმა აიღოს და პირდაპირ გადამცეს რუსეთს. ამათგან არც დაპატიმრებას გამოვრიცხავ, არც ტყვიას გამოვრიცხავ, არც ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ვხედავთ ეს ცილისწამებების ნიაღვარი რა მასშტაბებს აღწევს.
სუფთა სამართლებრივად, თვითონაც კარგად იციან, რომ ეს არის აბსურდი. ეს ყველაფერი სჭირდებათ ისევ და ისევ ჩემი დისკრედიტაციისთვის და გაშავებისთვის.
ადამიანები, ვინც "ქოცები" არიან და ამ რეჟიმის წარმომადგენელები, რა თქმა უნდა ასრულებენ ზემოდან მიცემულ დავალებებს. დავალება აქვთ- დაესხით თავს ბარამიძეს და რაც შეიძლება მეტი სისაძაგლეები ილაპარაკეთ. შეიძლებოდა სხვა სიტყვის გამოყენება, მაგრამ მე იქ ვთქვი მთავარი: ჩვენ ტყვეები, გამარებულ ადამიანებს, დედა მოკლულ, მამა მოკლულს, ძმა მოკლულს, ოჯახ აწიოკებულს არ გვყავდა. რა არის ამაში გაუგებარი? შესაბამისასდ, რომ არ გყავს ტყვე, მტერს ესვრი, ხვრიტავ, ცხრილავ. შეიძლება, სხვა სიტყვა უნდა გამომეყენებინა, მაგრამ შინაარსი ხომ გასაგებია? - ტყვე არ გვყავდადა თუ ტყვე არ გვყავდა, ვის დავხვრეტდით? "- განუვხადა ბარამიძემ "ტვ პირველს".