უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთის ტერიტორიაზე 50 000-მდე ჩრდილოკორეელი სამხედრო განლაგდება.
"ჩრდილოეთ კორეელები დროდადრო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩნდებიან. ჩვენ ამას ვხედავთ და ვიცით. თავდაპირველად საუბარი ასობით, შემდეგ ათასობით ჩრდილოეთ კორეელზე იყო, ახლა კი მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე 30 000-დან 50 000-მდე ჩრდილოეთ კორეელი განთავსდეს. ისინი ამ ომს სწავლობენ.
ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ ჩრდილოეთ კორეული რაკეტები უკრაინის ტერიტორიაზე. დღეს ეს უკვე დადასტურებული ფაქტია. აბსოლუტურად ნათელია, რომ ჩრდილოეთ კორეა გააგრძელებს თანამედროვე ომის წარმოების გამოცდილების მიღებას, რუსეთისგან ლიცენზიებს და ყველა სახის სამხედრო საშუალებებს მიიღებს. ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ გვესმის.
ამიტომ, ჩემი აზრით, სამხრეთ კორეის რესპუბლიკამ უკრაინასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს. ჩვენ ამისთვის ღია ვართ. ძალიან გვსურს, მივიღოთ სამხრეთ კორეის მხარდაჭერა იმ მიმართულებით, სადაც დეფიციტი გვაქვს - ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემები.
ასევე მზად ვართ, ვიმუშაოთ „დრონების შეთანხმების“ მიმართულებით და სხვა სფეროებშიც. მათ კონსტიტუციით გარკვეული სამართლებრივი შეზღუდვა აქვთ. თუმცა ჩვენ გვსურს ეს თანამშრომლობა და მისი იმედი გვაქვს. ჩვენი დიპლომატები კონტაქტზე არიან", - წერს ზელენსკი.