დიდი იმედი მაქვს, გათითოკაცებული თუ გათითოქალებული „ნაციონალური მოძრაობის“ გედის ბოლო სიმღერას ვხედავთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ბოლო საკადრო გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ისინი ისევ რადიკალიზაციის გზას დაადგნენ.
„დიდი იმედი მაქვს, გათითოკაცებული თუ გათითოქალებული „ნაციონალური მოძრაობის“ გედის ბოლო სიმღერას ვხედავთ. ამ პარტიის დანაშაულებრივი წარსული ვიცით, თუმცა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ისინი რადიკალიზაციის გზას ისევ დაადგნენ. იმედია, ქართულ პოლიტიკაში მათი ადგილი აღარ იქნება. ამით ქვეყანას საშუალებას მისცემენ, მშვიდად განვითარდეს დომხალის და შიდა დაპირისპირების მცდელობის გარეშე“, – განაცხადა მახაშვილმა.