უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარი განაცხადა, რომ ატომური ელექტროსადგური „პაკში“ სრულ გაჩერებას „რამდენიმე მილიმეტრით“ გადაურჩა, თუმცა მდინარე დუნაის წყლის დონემ მცირედ მოიმატა.
ამის შესახებ მადიარმა Facebook-ის გვერდზე დაწერა.
პრემიერის განცხადებით, სამშაბათს ის „პაკშის“ ატომურ ელექტროსადგურს ეწვევა.
„ატომური ელექტროსადგურის სრულ გათიშვამდე რამდენიმე მილიმეტრი გვაშორებდა, თუმცა შემდეგ წყლის დონემ კლება შეწყვიტა, დილით კი 1,5 სანტიმეტრით მოიმატა. ბოლო ტურბინა ამ დროისთვის უსაფრთხო რეჟიმში მუშაობს. მივემგზავრები „პაკშში“, - დაწერა მადიარმა.
„პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის შესაძლო გაჩერებაზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობს დისკუსია. ეს დუნაის დაბალი წყლის დონისა და წყლის მაღალი ტემპერატურის გამო გახდა საჭირო.