კარგი ამბავი ის არის, რომ სეუტიდან უკანონოდ ჩასული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ესპანეთისა და მაროკოს სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანი მუშაობის შედეგად უკვე დაბრუნდა მაროკოში. მათგან ვერც ერთმა ვერ მიაღწია ესპანეთის კონტინენტურს ნაწილამდე ან ევროკავშირის სხვა ტერიტორიამდე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
"ევროკომისიის წევრებთან, მაგნუს ბრუნერისა და დუბრავკა შუიცასთან სატელეფონო კონფერენცია გავმართე, რათა სეუტაში არსებული ვითარების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიმეღო.
კარგი ამბავი ის არის, რომ უკანონოდ ჩასული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ესპანეთისა და მაროკოს სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანი მუშაობის შედეგად უკვე დაბრუნდა მაროკოში. მათგან ვერც ერთმა ვერ მიაღწია ესპანეთის კონტინენტურს ნაწილამდე ან ევროკავშირის სხვა ტერიტორიამდე.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული საზღვრების კონტროლი. ჩვენ ძლიერი სისტემა გვაქვს, თუმცა მისი კიდევ უფრო გაძლიერებაა საჭირო.
აუცილებელია, ყველა კრიტიკულ სასაზღვრო მონაკვეთზე მუდმივი სიფხიზლე შევინარჩუნოთ და ყველა შესაბამის უწყებას შორის მჭიდრო კოორდინაცია უზრუნველვყოთ.
ამასთან, საჭიროა მომხდარის საფუძვლიანი ანალიზი, რათა ევროკავშირის მდგრადობა და მზადყოფნა კიდევ უფრო გავაძლიეროთ.
ევროკომისიამ ესპანეთს მხარდაჭერა კრიზისის დაწყების პირველივე წუთებიდან შესთავაზა.
რამდენიმე ევროპელი ლიდერისგან წერილები მივიღე და მივესალმები ინიციატივას, გაიმართოს რიგგარეშე ვიდეოკონფერენცია, სადაც მომხდარს შევაფასებთ.
უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა სოლიდარობასა და ევროკავშირის ერთიან პასუხს მოითხოვს", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.