ესპანეთის მთავრობის განცხადებით, სეუტამდე მიღწევის მცდელობისას 67 მიგრანტი დაიღუპა, მათ შორის ნაწილი ზღვაში დაიხრჩო, ნაწილი კი დამცავ ნაგებობაზე გადასვლის მცდელობისას ჭყლეტაში დაიღუპა. იუწყება გამოცემა El País
შაბათს დილით სეუტის ქალაქის ტარახალის სანაპიროზე რამდენიმე გადაღლილ მიგრანტს, რომლებმაც იქამდე ცურვით მიაღწიეს, ესპანელი სამხედროები დახვდნენ და ისინი საზღვრის გავლით მაროკოში დააბრუნეს.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანეთის ტერიტორიაზე 50000 მიგრანტი შეიჭრა. მიგრანტების უმეტესობა უკვე მაროკოში დაბრუნდა.
რამდენიმედღიანი ქაოსის შემდეგ, სეუტიაში შაბათს შედარებით მშვიდი ვითარებაა.
El País-ის ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ბრიუსელს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სეუტის კრიზისის მიმართ ევროკავშირის ზოგიერთი წევრის ქცევასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა და ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის მოწვევა მოითხოვა.