რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრსა და „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა დაარტყეს.
ინფორმაციას ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ბოჩაროვი ავრცელებს.
ასევე Telegram-არხებ-მა გაავრცელეს ინფორმაცია ვოლგოგრადში Wildberries-ის სადისტრიბუციო ცენტრსა და „ლუკოილის“ საწარმოზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ.
აღნიშნული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა.
ბოჩაროვმა რუსეთის ვოლგოგრადის ოლქზე დრონების თავდასხმა დაადასტურა.
„ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ვოლგოგრადის სამხრეთ ნაწილში მდებარე საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის საწარმოში და ძერინსკის რაიონში მდებარე საწყობებში“, - განაცხადა ბოჩაროვმა.
რუსული კომპანია Wildberries-ის პრესსამსახურმა დილით დაადასტურა ლოგისტიკურ ცენტრზე თავდასხმა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
„ვოლგოგრადში კომპანიის ლოგისტიკურ ობიექტზე თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სახანძრო დანაყოფები მუშაობენ“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.