გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განახორციელა, თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის მთელი ევროპის უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
"გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განახორციელა.
თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის მთელი ევროპის უსაფრთხოებას.
ჩემი ფიქრები ამ თავდასხმების მსხვერპლთა ოჯახებისკენ არის მიმართული. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინისა და პოლონეთის ხელისუფლებებს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ საკუთარი მოქალაქეების დასაცავად.
ჩვენ ვაძლიერებთ მხარდაჭერას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის ანტისარაკეტო და ანტიდრონული შესაძლებლობების მიმართულებით.
ევროპა ამ აგრესიის წინაშე ერთიანობას შეინარჩუნებს", - წერს კოშტა.