26 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიევზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა დესნიანსკის, შევჩენკოსა და სოლომიანსკის რაიონებში.
ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება.
მაშველების ინფორმაციით, დესნიანის რაიონში საწყობი დაიწვა, ასევე ავტოსადგომზე განადგურდა 10 მსუბუქი ავტომობილი და ერთი სატვირთო.
შევჩენკოს რაიონში ცეცხლი ოთხსართულიან მიტოვებულ შენობას გაუჩნდა, ხოლო სოლომიანსკის რაიონში ხანძარი და ნგრევა არასაცხოვრებელ შენობაში დაფიქსირდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ასევე, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, შევჩენკოს რაიონში დრონის ან რაკეტის ნამსხვრევები 18-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი შენობის მე-7 და მე-8 სართულებზე გაჩნდა.