აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამის შესახებ Reuters თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრა სამშაბათს, 28 ივლისს უნდა გაიმართოს.
ამასთან, სააგენტოს წყარომ განაცხადა, რომ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტით დაინტერესებულია, თუმცა მისი გუნდი თეთრი სახლისგან ტრამპის ოფიციალურ განრიგის დადასტურებას ელოდება.
წყაროს თქმით, უკრაინელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორის განიხილებოდა საჰაერო სივრცეში ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, რომლის წარდგენაც რუსეთის წარმომადგენლებისთვის იგეგმება. ეს იქნება ახალი სამშვიდობო ინიციატივების ნაწილი, რომელიც ომის დასრულებას ისახავს მიზნად.
მისივე თქმით, უკრაინამ მანამდე არაერთხელ მიმართა კრემლის ლიდერ ვლადიმoრ პუტინს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებით, თუმცა ისინი უარყოფილი იქნა.
მანამდ, უკრაინული მედია წერდა, რომ ზელენსკი ივლისში აშშ-ში დიპლომატიური ვიზიტს გეგმავდა.