ექიმი გიორგი ახობაძე პოლიციამ სახლში დააკავა. მას დღეს სასამართლომ 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი ახობაძე სასამართლოში Facebook-ზე გამოქვეყნებული კომენტარის გამო დაიბარეს. შსს მას ვატო შაქარიშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერას ედავება.