რეგიონში ვითარების გამწვავების ფონზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ირანიდან საელჩოს თანამშრომლების დროებით გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ Sky News იუწყება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ავიაიერიშები ზედიზედ 11 ღამის განმავლობაში განახორციელა.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ირანში ქვეყნის საელჩო მუშაობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.