შეშფოთებული ვართ ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამო, - ამის შესახებ ორგანიზაცია Freedom House სოციალურ ქსელში წერს.
"შეშფოთებული ვართ გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტ ვახო სანაიას ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.
სანაიას თავისუფლების აღკვეთა მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული Facebook-პოსტის გამო მისი გამოხატვის თავისუფლების უფლების აშკარა დარღვევაა და მთავრობის მიერ კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობების მორიგი შემაშფოთებელი მაგალითია.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ვახო სანაია", - ნათქვამია განცახდებაში.