ირანი მეოთხე დღეა, რაც ქუვეითის რამდენიმე ელექტროსადგურსა და წყლის გამტკნარების ქარხანებს უტევს.
ამის შესახებ ქუვეითის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, წერს Reuters.
სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმებმა რამდენიმე ობიექტზე ხანძარი გამოიწვია, თუმცა ცეცხლი მოგვიანებით ჩააქრეს.
უწყების ცნობით, ზარალის შეფასება გრძელდება, ხოლო აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.