უნგრელმა მოჭადრაკემ, იუდით პოლგარმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პიტერ მადიარის შეთავაზებაზე, დაეკავებინა პრეზიდენტის პოსტი, უარი განაცხადა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
„მე არ ვგრძნობ საკმარის ძალას, რომ ავიღო გაყოფილი ერის გაერთიანების ისტორიული პასუხისმგებლობა. ამიტომ ვერ ვეთანხმები ამ თხოვნას“, – აღნიშნა იუდით პოლგარმა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა იუდით პოლგარს უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება სთხოვა.მადიარმა აღნიშნა, რომ 49 წლის იუდიტ პოლგარი შეძლებდა, უნგრელი ერის ერთიანობის სიმბოლო გამხდარიყო.