250 წელია ყველა ქართველმა იცის, რომ ეგზარქოსი პავლეს, როდიონოვის და ამ საზიზღარი არსებების მოდგმა როდესაც ამ ქვეყანაში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში, ისინი იქცევიან ისე, როგორც იქცევიან - აქამდე არ მივიდოდა საქმე „საქართველოს დაცვის აქტი“ რომ მიგვეღო, - ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
დათუნაშვილი თელავში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა.
"250 წელზე მეტია ყველა ქართველმა იცის, რომ ეგზარქოსი პავლეს, როდიონოვის და აი, ამ საზიზღარი არსებების მოდგმა როდესაც ამ ქვეყანაში თავს გრძნობს ისე, როგორც სახლში, ისინი იქცევიან ისე, როგორც იქცევიან. ეს ინციდენტი არ არის იზოლირებული, ეს ინციდენტი არის უბრალოდ სახე იმისა, რაც ხდება ასობით და ათასობით შემთხვევაში. მაგალითად, ბათუმში ყოველდღიურად, მაგალითად, თბილისში, სადაც ბევრნი არიან. ყოფით ნიადაგზე უამრავი კონფლიქტია იმიტომ, რომ ისინი თავს გრძნობენ სახლში.
ჯერ კიდევ სამი წლის წინ, მაშინ, როდესაც პირველი სიმპტომები გაჩნდა ამ შემოსევით, "ძლიერი საქართველო - ლელო" ვამბობდით, რომ ჩვენ გვჭირდება "საქართველოს დაცვის აქტი" და ამ ხალხს მოეწერა ხელი საზღვრის გადმოკვეთისას იმაზე, რომ ისინი იმყოფებიან თავიანთი ქვეყნის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დამერწმუნეთ, რომ ასე არ მოიქცეოდნენ, ეს მოვლენები აქამდე არ მივიდოდა, ასეთი შემთხვევები არ მოხდებოდა, როდესაც ეცოდინებოდათ, რომ აქ არ არიან ბოლომდე კომფორტში, რომ აქ არ უნდა იგრძნონ თავი საკუთარ სახლში, რომ ამ მიწაზე ცხოვრობს ხალხი, რომელთა შვილები, დედები, დები, ძმები დახოცეს, გააუპატიურეს, აწამეს მათმა თანამოქალაქეებმა, რუსებმა. ქვეყნის ტერიტორია მათ მიერაა ოკუპირებული, ამიტომ, ვერასდროს ვერცერთმა რუსმა აქ თავი სახლში ვერ უნდა იგრძნოს!
ამის ნათელი მაგალითია, რომ ისინი დღეს თავს გრძნობენ სახლში, ისინი თავს გრძნობენ ხელშეუხებლად და ხდება ის, რაც ხდება. შეუძლებელია გამართლდეს ის ფაქტი რაც იქ მოხდა, არცერთი მხრიდან არ მართლდება ეს, მაგრამ აქამდე არ მივიდოდა საქმე "საქართველოს დაცვის აქტი" რომ მიგვეღო და ის, რომ "საქართველოს დაცვის აქტი" ყველაზე სწორი მიდგომაა რუსების წინააღმდეგ მშვიდობიანი, სახელმწიფოებრივი და პატრიოტული, ამას ამტკიცებს ის, რომ "სუკ"-ის აგენტები სასამართლოში პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ გამართულ სასამართლოში ამ ჩვენს აქტს იყენებენ როგორც ბრალდების საგანს. აქედან ჩანს ძალიან ნათლად. ეს არ მოხდებოდა ჩვენ რომ მიგვეღო ის 9 პუნქტი, რომელიც "საქართველოს დაცვის აქტში" ეწერა "ძლიერ საქართველოს", - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.