უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოდესის მახლობლად, გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ მარცვლეულით დატვირთულ სავაჭრო გემზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
„სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. გემზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. შესაძლებელი გახდა ეკიპაჟის 8 წევრის გადარჩენა და ნაპირზე გადაყვანა. სამწუხაროდ, დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის - უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის სახელმწიფო საწარმოს ლოცმანი,“ - აღნიშნულია უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის განცახდებაში.
გემი, რომელიც სიმინდით იყო დატვირთული, 19 ივლისს უკრაინის პორტიდან გავიდა. ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 17 წევრი - სირიისა და ინდოეთის მოქალაქეები, ასევე უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის სახელმწიფო საწარმო „დელტა-ლოცმანის“ ფილიალის ლოცმანი.
გემზე იერიშის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.