აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანთან დიპლომატიური გზით შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას კვლავ ტოვებს.
„აშშ ყოველთვის ღია რჩება დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. ჩვენ ირანთან ამის მცდელობა არაერთხელ გვქონდა და ამ მცდელობებს კვლავ გავაგრძელებთ. თუ ეს კარი გაიღება, მოხარული ვიქნებით ამის ნახვით“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს მანილაში გამგზავრებამდე, სადაც ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტს დაესწრება.
რუბიომ ირანი გააკრიტიკა გემებზე თავდასხმებისა და ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებისთვის ხელის შეშლის გამო. მისი თქმით, აშშ-სა და ირანს შორის ივნისში მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფართოებას და ამ მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტის გავლით მოძრაობის აღდგენას.
არ შეიძლება, გქონდეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, თუ თავად არღვევენ მის პირობებს. ისინი კვლავ აგზავნიან სიგნალებს, რომ საუბარი და მოლაპარაკება სურთ, მაგრამ ჩვენ მათ ქმედებებს ვპასუხობთ. მათი ქმედებები კი არის რაკეტებისა და დრონების გაშვება გემების წინააღმდეგ, მათ შორის დღეს ღამითაცი“, - განაცხადა რუბიომ .