რუსეთმა ზაპოროჟიეზე მართთავდი ავიაბომბებით იერიში მიიტანა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 33 კი დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვია.
ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ხოლო ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რაკეტა (ან ბომბი) ჩამოვარდა.
დარტყმის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ორი სართული დაინგრა. ასევე დაზიანდა ცხრასართულიანი კორპუსის ფანჯრები და აივნები.
დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სექტორიც. გარდა ამისა, ლოგისტიკური ოპერატორის ტერმინალში ხანძარი გაჩნდა.