საფრანგეთში ხანგრძლივი სიცხის შემდეგ ღამით მოვარდნილ ძლიერ ქარიშხალს სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, პარასკევს ელექტროენერგიის გარეშე 53 ათასი ოჯახი დარჩა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში, ოტ-ვიენის დეპარტამენტის სენ-ვიქტურნიენის მუნიციპალიტეტში, ქალს ხე დაეცა, რის შედეგადაც დაიღუპა, გა
ქვეყნის აღმოსავლეთში, იზერის დეპარტამენტში აკაცი გვიან ღამით გარდაცვლილი იპოვეს სახელოსნოში, რომელსაც მეხის დაცემის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა.
ელექტროენერგიის გარეშე 53 ათასი ოჯახი დარჩა. გათიშვები ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთის ოვერნ-რონ-ალპის და სამხრეთ-დასავლეთის ახალი აკვიტანიის რეგიონებს შეეხო.
ძლიერი ქარი, რომელსაც ზოგიერთ რაიონში სეტყვაც ახლდა, პარასკევს მოგვიანებით ჩაცხრა, რის შემდეგაც სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში გამოცხადებული ნარინჯისფერი განგაში გაუქმდა.