უკრაინის დედაქალაქის ცენტრში უკვე მეორე დღეა იმართება აქციები ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფედოროვის გადადგომის წინააღმდეგ.
უკრაინული მედიის ცნობით, მოქალაქეები ივან ფრანკოს მოედანზე, პრეზიდენტის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს კვლავ შეიკრიბნენ .
აქციის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ პლაკატები წარწერებით: „დეპუტატებო, სამსახურში!“, „ფედოროვი - თავდაცვის მინისტრია!“, „სირსკი გადადგეს!“
საპროტესტო აქცია გუშინაც გაიმართა და გვიან საღამომდე გაგრძელდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავდაცვის სამინისტროში მოსალოდნელი ცვლილებების კომენტირებისას, განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა და მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ ვერ შეძლეს საერთო ენის გამონახბა და რომ ბრძოლის ველზე, ბრიგადებსა და მობილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები გადაუჭრელი დარჩა. ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ პარლამენტს თავდაცვის მინისტრად ევჰენი ხმარას წარუდგენს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია. პრეზიდენტის ბრძანებით, ის უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.