მადლობას ვუხდი მიხაილო ფედოროვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისთვის, ვუსურვებ მას, რომ უკრაინის გუნდში მომავალშიც დარჩეს, - ამის შეასხებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
„ვამაყობ იმით, რომ 2022 წლის კიევის თავდაცვითი ოპერაციის წყალობით შევძელით ჩვენი დედაქალაქის დაცვა. ახლა კი ამ ქალაქში შესაძლებელია ბრიფინგების ჩატარება, ხედვების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილებების მიღება“,- განაცხადა სირსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა მსგავსი ღონისძიებები თავისუფალ და დამოუკიდებელ უკრაინაში კვლავ ტარდებოდეს.
„ამისთვის საჭიროა, კონცენტრირება მოვახდინოთ ომზე და ეფექტიან სტრატეგიაზე, რომელიც ამჟამად კონკრეტულ შედეგებს აჩვენებს“, — აღნიშნა მთავარსარდალმა.
სირსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა მიხაილო ფედოროვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე გაწეული მუშაობისთვის.
„მადლობას ვუხდი მიხაილო ფედოროვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისთვის. ვუსურვებ მას, მომავალშიც დარჩეს უკრაინის გუნდში. ერთად — გამარჯვებისკენ!“ - თქვა სირსკიმ.
მანამდე ფედოროვმა გააკრიტიკა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი და განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული ყველა ინიციატივა იბლოკებოდა.
„სირსკი არ არის მზად, პირისპირ ისაუბროს პრობლემებზე. სამაგიეროდ, მზად არის დახურულ შეხვედრებზე იაროს, ინტრიგები ხლართოს და იფიქროს, თითქოს მედიაში მის წინააღმდეგ ვიღაცამ კამპანია შეუკვეთა, იმის ნაცვლად, რომ რეალურ პრობლემებს შეხედოს.
შედეგად, მან ფაქტობრივად ულტიმატუმი წამოაყენა.
იმის ნაცვლად, რომ ეფიქრა, როგორ დაემარცხებინა რუსეთი ასიმეტრიული გზებით, მან მოიფიქრა, როგორ გაეხლიჩა ქვეყანა. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა", - განაცხადა ფედოროვმა.