რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერში მიიტანა.
ხუთშაბათს დილით კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ და სამასველო სამსახურის წატმომადგენლებ,ა განაცხადეს, რომ მტრის ბალისტიკური იერიშის შედეგად დედაქალაქში ორი ადამიანი დაიღუპა.
„მტრის თავდასხმის შედეგად კიევში ორი ადამიანი დაიღუპა. დედაქალაქში ექვსი მცხოვრები დაშავდა“, - განაცხადა კლიჩკომ.
კიევის მერმა აღნიშნა, რომ დაშავებულებს შორის 16 წლის ბიჭია. ასევე, მისი თქმით, სამი დაჭრილი მოქალაქე ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოგვიანებით მაშველებმა განაცხადეს, რომ რუსული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.
მტრის დარტყმის ქვეშ კიევის სვიატოშინისა და დარნიცის რაიონები აღმოჩნდა.
დარნიცის რაიონში ხანძარი გაჩნდა ადმინისტრაციულ-სასაწყობე შენობაში, ცეცხლი მოედო სატვირთო ავტომობილებსა და საწყობის შენობას.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრები ლიკვიდირებულია.
კიევის სვიატოშინის რაიონში ჭურვის მოხვედრის შედეგად ხანძარი გაჩნდა ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. დაშავდა სამი ადამიანი.
ამ დროისთვის, მაშველების ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია.