ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია, "ინფო იმერეთი" ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.
ჯერჯერობით უცნობია ხარაჩოს ქვეშ მოყოლილი პირების მდგომარეობა.