ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ოთხშაბათს, 15 ივლისს, ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ეს მისი მე-11 ვიზიტია კიევში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
„ეს განსაკუთრებული მომენტია. უკრაინამ ძლიერი სამხედრო იმპულსი მოიპოვა. ვითარება უკეთესობისკენ იცვლება. გამოვაცხადებ ახალ ინიციატივებს ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიების ინტეგრაციისთვის, რათა შევძლოთ უფრო მეტის და უფრო სწრაფად წარმოება. ჩვენ ასევე განვიხილავთ [ევროკავშირში] გაწევრიანების საკითხს და მომავალი ზამთრისთვის მზადებას“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.