ავარიას კასპი-კავთისხევის გზაზე 19 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არიან დაშავებულებიც.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა, სადაც გოგონა იჯდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მიწის გორაკს შეეჯახა.
ახალგაზრდები მეგობრის დაბადების დღიდან , ქვათახევიდან ბრუნდებოდნენ.
ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს