რუსეთში, ბაშკორტოსტანის რესპუბლიკაში „გაზპრომის“ კუთვნილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
ამის შესახებ ტელეგრამ-არხი:Exilenova+ იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონების დარტყმის სამიზნე გახდა ნავთობგადამამუშავებელი საწარმო „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 400 კილომეტრში მდებარეობს.
ადგილობრივი წყაროები ქარხნის ტერიტორიაზე ფეთქებებისა და ხანძრის შესახებ იუწყებიან.
ასევე ადგილობრივი მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში მრავალი აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ.
გარდა ამისა, აფეთქებების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ქალაქ გელენჯიკშიც, რომელიც კრასნოდარის მხარეში მდებარეობს. აფეთქებების შემდეგ ძლიერი ხანძარი გაჩნდა.