უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვდა. ლიდერებმა განიხილეს, მათ შორის, ანტიბალისტიკური კოალიციისა და „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრების წინ არსებული პრიორიტეტები
ამასთან, ზელენსკიმ მაკრონი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა.
„ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა - განვიხილეთ ანტიბალისტიკური კოალიციისა და „მსურველთა კოალიციის“ სხდომების წინ პრიორიტეტები, ასევე ორმხრივი თანამშრომლობა. ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები მართლაც სტრატეგიულ დონეს მიაღწია და ამაში მნიშვნელოვან როლს სწორედ პრეზიდენტ მაკრონის პირადმა ძალისხმევამ ითამაშა.
დღეს ემანუელს მადლობა გადავუხადე ამ წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის და უკრაინის ნამდვილ მეგობარს, პრეზიდენტ მაკრონს, თავისუფლების ორდენი გადავეცი“, - დაწერა ზელენსკიმ.
პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინის საჭიროებები რუსეთის თავდასხმებისგან თავდაცვის გასაძლიერებლად.
„მნიშვნელოვანია უკრაინის გაძლიერება, ჩვენი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაფართოება და ევროპული ანტიბალისტიკური სისტემის განვითარების დაჩქარება. საფრანგეთს სწორედ ის შესაძლებლობები და მოწინავე ტექნოლოგიები აქვს, რომლებიც ამ მიზნის მისაღწევად გვჭირდება. ამ მიმართულებით მოკავშირეებთან ერთად ვიმუშავებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.