ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა შეერთებული შტატების პოლიტიკა გააკრიტიკა.
„აშშ-ის მთავრობის, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის ქცევა, მის ნაცნობ საგარეო პოლიტიკას მიჰყვება: წესების დარღვევა, მეტოქეების დაშინება, დაბრკოლებების შექმნა და მოტყუება. ეს მათი MAGA-ს სახელმძღვანელოა. ირანი უარყოფს ასეთ თამაშებს. ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ჩვენს უფლებებს”, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.