უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ანექსირებულ ყირიმში საკისა და გვარდიისკეს სამხედრო აეროდრომებზე წარმატებული დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
"საკის" აეროდრომზე დაზიანდა შვიდი ანგარი, სადაც ინახებოდა ავიატექნიკა, მათ შორის გამანადგურებლები და Su-30SM, Su-30 და Su-24.ტიპის ბომბდამშენები. წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია ან დაზიანებულია სულ მცირე შვიდი თვითმფრინავი.
უწყების განცხადებით, ეს მიმდინარე კვირაში საკის აეროდრომზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული უკვე მეორე იერიშია.
ამასთან, მათივეცნობით, „გვარდეისკოს“ სამხედრო აეროდრომზე დაზიანდა ორი ანგარი, სადაც ინახებოდა Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები და საავიაციო აღჭურვილობა.
„სამხედრო აეროდრომები „საკი“ და „გვარდეისკოე“ ყირიმში რუსეთის საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი მთავარი საავიაციო ბაზებია. სწორედ აქედან რეგულარულად აფრინდებიან ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს ახორციელებენ და სამხრეთის მიმართულებით რუსული დაჯგუფების მოქმედებებს უზრუნველყოფენ“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივლისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ყირიმში „საკის“ სამხედრო აეროდრომზე წარმატებული დარტყმა განახორციელა. ოპერაციის სამიზნე აეროდრომის ინფრასტრუქტურა, მათ შორის გამანადგურებლების ანგარები იყო.