უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ ღამეს ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ კსტოვში მდებარე „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე იერიში მიიტანეს.
გენერალური შტაბის ცნობით, 2 ივლისის ღამით, ოპერაციის ფარგლებში, ობიექტზე დარტყმა განხორციელდა, რის შემდეგაც საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
გენშტაბის განცხადებით, აღნიშნული მოქმედება მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განმარტებით, წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პირველადი გადამუშავების დანადგარი.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ მიყენებული ზიანის მასშტაბი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ზუსტდება.
გენშტაბის ცნობით, „ლუკოილის“ ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა, რომლის საპროექტო სიმძლავრე დაახლოებით 17 მილიონი ტონა ნავთობია წელიწადში.
ამავე განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელს, საავიაციო საწვავს, საპოხ მასალებს და სხვა პროდუქტებს, რომლებიც, მათ შორის, გამოიყენება რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის.