ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთში ჩამოვიდა.
სომხური მედიის ცნობით, მას ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა.
სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილია შეხვედრა ნიკოლ ფაშინიანსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის.
შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკეთებენ განცხადებებს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებენ.