უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ 2 ივლისის ღამით განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად კიევში 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 56 დაშავდა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს, ინფორმაციით, ქალაქში დაბომბვის შედეგად 28 სხვადასხვა ლოკაცია დაზიანდა.
მისი თქმით, დარტყმების ძირითადი სამიზნე საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.
თავის მხრივ, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკო დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 56-ია
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1-ელ ივლისს განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ იერიშს ამზადებს.