უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა.
ირლანდია 1ელი ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირლანდიაში დაეშვა და ჩასვლის ამსახველი კადრებიც გამოაქვეყნა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს ირლანდიის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიაში. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან.
„უკრაინა ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ იმსახურებს ჩვენი საერთო ევროპული სახლის სრულუფლებიანი წევრი იყოს. ვიმედოვნებთ, რომ ირლანდიის თავმჯდომარეობის პერიოდში ევროკავშირის საბჭოში წევრობის გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ და მოლაპარაკებების ყველა კლასტერს გავხსნით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.