თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას, საპატრულო ეკიპაჟის მანქანაზე ავიდა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
შეთანხმების მიხედვით, დაკავებულ ქალს 1-წლიანი პატიმრობა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. თამარ ლორთქიფანიძე საპატიმროში კიდევ 4 თვეს გაატარებს.
თამარ ლორთქიფანიძე 22 ოქტომბერს აქციაზე დააკავეს. მას ბრალად ედება:
პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
ფოტო: "რადიო თავისუფლება"