ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელს, კირ სტარმერს შეხვდა.
„კარგი საუბარი მქონდა კირ სტარმერთან დაუნინგ-სტრიტზე. შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია თავდაცვის დაფინანსების გაზრდა, თავდაცვითი წარმოების გაძლიერება და უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა.
მომავალ კვირას, ნატო-ს სამიტზე, მოკავშირეები აჩვენებენ, როგორ ასრულებენ ამ ვალდებულებებს,“ - წერს მარკ რუტე