პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას გამოკვლევებზე კლინიკაში გადაყვნას დათანხმდა.
ამის შესახებ განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსაურის უფროსმა, გიორგი პატარიძემ 5 - საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, საუბარია კლინიკა „ვივამედზე“.
“ჩვენ თანახმა ვართ მსჯავრდადებული ელენე ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში”, - აღნიშნა პატარიძემ.