მთელმა საქართველომ ნახა, ოცნებამ, რომელიც დღეს უკვე ქართულიც აღარ არის, რა სულმდაბლობა ჩაიდინა პარლამენტში!, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატი სოფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში წერს.
ხორგუანი 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმიანება.
"მთელმა საქართველომ ნახა, ოცნებამ, რომელიც დღეს უკვე ქართულიც აღარ არის, რა სულმდაბლობა ჩაიდინა პარლამენტში!
სიმართლით დამარცხებულები, კორუფციაში ჩაფლულები, ძალაუფლებას ჩაფრენილები, სკამისა და ფულის მადიდებლები მოძალადე ბრბოდ იქცნენ! მამუკა მდინარაძის ორგანიზებით თავდასხმა მოაწყვეს არა მხოლოდ ოპონენტებზე, არამედ საქართველოს პარლამენტის იდეაზე!
პარლამენტი საქართველოს ხალხისაა! საქართველოს ხალხი კი იმსახურებს ისეთ პარლამენტს, სადაც ჩვენი სამშობლოსათვის საუკეთესო გადაწყვეტილებები მიიღება!
დღეს ერთი პარტიის ხელში დატყვევებული სამართალი გასათავისუფლებელია! ამისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ!
ყველას მოუწევს პასუხისგება ხალხის, სამშობლოს, სამართლისა და ისტორიის წინაშე!" - წერს ხორგუანი.