გერმანიაში ბოლო 48 საათის განმავლობაში რეკორდუალად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ქვეყნის აღმოსავლეთში, ბრანდენბურგის ფედერალურ მიწაზე მდებარე ნაისემიუნდეს მუნიციპალიტეტში, კვირას, 28 ივნისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე, ჰაერის ტემპერატურამ 41,7°C შეადგინა. ამის შესახებ გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა.
მანამდე, ერთი დღით ადრე, საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწაზე მდებარე დრევიცის დასახლებაში ტემპერატურამ 41,5°C მიაღწია. ხოლო 26 ივნისს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე, სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, ზაარლანდის ფედერალურ მიწაზე, ჰაერი 41,3°C-მდე გათბა.
ორივე ეს მაჩვენებელი დაფიქსირების მომენტისთვის ქვეყნის ახალი ტემპერატურული რეკორდი იყო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 29 ივნისიდან ძლიერი სიცხე ჭექა-ქუხილის გამო თანდათან შესუსტდება, თუმცა კვირის დარჩენილ საათებში ტემპერატურის ახალი რეკორდული მაჩვენებლების დაფიქსირებაც არ არის გამორიცხული.